ნათელი, მზიანი ბინა ზღვასთან. ბინა მდებარეობს ცხრა სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე. სახლი აშენდა 2014 წელს, აჭარის საკურორტო ქალაქ - ქობულეთში, ქ. დ.აღმაშენებელი, სანაპიროდან 2 ნაბიჯში, ასევე ახლოს არის ბანკები, კაფეები, სასტუმროები და საცხოვრებელი კორპუსები. სახლთან ბევრი ხე, ნაძვი და სხვა მწვანე მცენარეა.
ბინა აღჭურვილია ახალი ავეჯით და ტექნიკით, აივანზე კი შესაძლებელია ულამაზესი ხედებით და სუფთა ჰაერით დატკბობა. ბინის ფანჯრები და აივანი ზღვის მხარესაა.
ბინების გაქირავება შესაძლებელია, რადგან ეს ვარიანტი შესანიშნავია კარგი სეზონური დასვენებისთვის და ყოველთვის მოთხოვნადი იქნება ქალაქის სტუმრებს შორის, ხოლო ბინის სრული რემონტი და ფუნქციონალური დიზაინი ხელსაყრელია კომფორტული მუდმივი საცხოვრებლისთვის.